კვლევის შედეგების მიხედვით, სომხეთში 2013 წელს სიღარიბის დონემ 32% შეადგინა. 2012 წელს ეს მონაცემი 32.4% იყო.


ღარიბთა რაოდენობამ სომხეთში 2013 წელს დაახლოებით 967 ათასი შეადგინა, ეს იმას ნიშნავს, რომ რესპუბლიკის თითქმის ყოველი მესამე ადამიანი ღარიბია. მათგან უკიდურეს სიღარიბეში კი, 402 ათასი ადამიანი ცხოვრობს. 

 

ამასთან, სომხეთში ღარიბი მოსახლეობა, დაახლოებით ერთნაირი რაოდენობით ცხოვრობს ქალაქებსა და სოფლებში – 32,2% და 31,7%. 

 

სომხეთის საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მიგრაციის მაღალი მაჩვენებლისა და უმუშევრობის პირობებში, რომელიც ოფიციალური მონაცემებითვე, დაახლოებით 35%-ს შეადგენს, ღარიბი მოქალაქეების რაოდენობა ქვეყანაში ბევრად უფრო მაღალია. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *