მართლმსაჯულების სფეროს რეფორმირების კუთხით მან საქართველოს ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცა:
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, გააგრძელოს ძალისხმევა მართლმასჯულების სისტემის და კანონის უზენაესობის კუთხით. სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე და მკაცრად აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომელიც საქართველომ ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში აიღო. სისხლის სამართლებრივი დევნის ნებისმიერი ფორმა არ უნდა იყოს გამოყენებული პოლიტიკური მიზნებისთვის. პროკურორები საპროცესო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ. მიმდინარე სისხლის სამართლებრივ საქმესთან დაკავშირებიტ პოლიტიკოსებმა თავი უნდა შეიკავონ კომენტარებისგან. ასევე მისასალმებელია ადამიანის უფლებათა სტრატეგიის მიღება ადამიანის უფლებების დაცვის სფეორში. მივესალმებით ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს რეფორმები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.
