ახალი ამბები

უბილეთო მგზავრი 5-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება

29 მაისი, 2019 •
უბილეთო მგზავრი 5-ის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება

უბილეთოდ მგზავრობა, ასევე, 10-დან 16 წლამდე ბავშვების მიწისზედა ელექტროტრანსპორტით და ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის განმახორციელებელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით უბილეთოდ წაყვანისთვის პასუხისმგებლობა 5-ის ნაცვლად, 20 ლარით განისაზღვრება.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამის ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი.

ამასთან, მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. გარდა ამისა, ჯარიმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ამ სამართალდარღვევისათვის პირს დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ნაცვლად 50 ლარისა.

მასალების გადაბეჭდვის წესი