ნეტგაზეთი | ნაზარბაევმა პუტინი და ლუკაშენკო ნაზარბაევის ორდენით დააჯილდოვა ნაზარბაევმა პუტინი და ლუკაშენკო ნაზარბაევის ორდენით დააჯილდოვა – Netgazeti
RU | GE  

ნაზარბაევმა პუტინი და ლუკაშენკო ნაზარბაევის ორდენით დააჯილდოვა

ყაზახეთის ყოფილმა პრეზიდენტმა და ქვეყნის უსაფრთხოების საბჭოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ნურსულთან ნაზარბაევმა “პირველი პრეზიდენტის – ერის ლიდერის ნურსულთან ნაზარბაევის” ორდენი 3 მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტს, მათ შორის, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ვლადიმერ პუტინს გადასცა. დაჯილდოების შესახებ currenttime წერს. 

პუტინის დაჯილდოებისას ნაზარბაევმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყნების ურთიერთობების გაღრმავებასა და გაფართოებაში განსაკუთრებული წვილი შეიტანა.

“ჩვენ სამმა – მე, თქვენ და ლუკაშენკომ – 2 წლის წინ მოვაწერეთ ხელი და შევქმენით ეს კავშირი [ევრაზიული კავშირი]. მანამდე, 25 წლის წინ, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას გავახმიანე ეს იდეა. ბევრი დრო გავიდა ამის შემდეგ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, იდეა კარგი იყო იმიტომ, რომ საბოლოოდ ჩვენ ის განვახორციელეთ”, – თქვა ნაზარბაევმა დაჯილდოებისას.

ლუკაშენკოსა და პუტინის გარდა, ნაზარბაევმა თავისივე სახელობის ორდენი ყირგიზეთის პრეზიდენტს, სოორონბაი ჟეენბეკოვსაც გადასცა.

გარეკანი ფოტო: დმიტრი სმირნოვი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან