ახალი ამბები

თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

28 მაისი, 2019 • 4105
თბილისის ანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში განათდა

28 მაისს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღეს, თბილისის ტელეანძა აზერბაიჯანის დროშის ფერებში გაანათეს.

ეს თარიღი აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის (იგივე — სახალხო რესპუბლიკის) დაარსებას აღნიშნავს. აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა 1918 წელს დაარსდა.

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შექმნა სწორედ თბილისში გამოაცხადეს. ამ თარიღს 1990 წლის შემდეგ აღნიშნავენ, როგორც ეროვნულ დღესასწაულს.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღე კი 18 ოქტომბერია — დამოუკიდებლობის აღდგენა აზერბაიჯანმა 1991 წლის 18 ოქტომბერს გამოაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი