ახალი ამბები

„სპუტნიკის“ რედაქტორი ლიეტუვაში არ შეუშვეს — რუსული მედია

28 მაისი, 2019 • 1000
„სპუტნიკის“ რედაქტორი ლიეტუვაში არ შეუშვეს — რუსული მედია

რუსული სახელმწიფო მედიასაშუალება „სპუტნიკის“ ლიეტუვური გამოცემის მთავარი რედაქტორი ლიეტუვაში არ შეუშვეს, — იუწყება რუსული გამოცემა РИА Новости.

როგორც „რიასთან“ საუბარში ლიეტუვური „სპუტნიკის“ მთავარი რედაქტორი, მარატ კასემი ამბობს, ვილნიუსის აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ დროებით დააკავეს და ქვეყანაში შეშვებაზე უარის საფუძვლად დაუსახელეს, რომ „ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხედ“ არის მიჩნეული და ხუთი წლით აუკრძალეს ქვეყანაში შესვლა.

კამეის თანახმად, იგი მივლინებით მიემგზავრებოდა ბალტიისპირეთის ქვეყანაში, გაძევების შემდეგ კი იძულებული შეიქნა, ლატვიაში გამგზავრებულიყო.

„სპუტნიკი“ კრემლის მიერ დაფინანსებული Россия сегодня-ს დაარსებული საინფორმაციო სააგენტოა. სააგენტო ვებგვერდს ათობით ენაზე, მათ შორის ქართულადაც ამუშავებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი