ახალი ამბები

ლარმა დოლართან გაუფასურების რეკორდს მიაღწია

28 მაისი, 2019 •
ლარმა დოლართან გაუფასურების რეკორდს მიაღწია

ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარს მიაღწია. ლარი გაუფასურდა ევროსთან მიმართებითად. 1 ევრო 3.1182 ლარი ღირს.

ეს ლარის ისტორიაში გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო 7 დღეა დოლართან მიმართებით ლარის კურსი ეცემა. გუშინ, 28 მაისს, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან 2.7811 იყო, 29 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსით კი 1 დოლარის ღირებულება კიდევ 0.0009 ლარით გაიზარდა და ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა 2.7876-ს მიაღწია.

მასალების გადაბეჭდვის წესი