რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო და მუნიციპალური უწყებებისთვის სპეციალური შეზღუდვა დაწესდა, რომელიც იმპორტული ღვინის შესყიდვას ეხება.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შეზღუდვა ადგილობრივი ღვინის წარმოების წასახალისებლად წესდება, შეზღუდულ პროდუქტებს შორის კი შედის როგორც ყურძნის, ისე ცქრიალა და ხილის ღვინოები, ასევე- ლიქიორიც.
დოკუმენტის განმარტებით ბარათში ასევე წერია, რომ ეს შეზღუდვა ეხება მხოლოდ დანმხოლოდ სახელმწიფო შესყიდვებს და არ ვრცელდება კომერციულ ბრუნვაში ჩაშვებულ ღვინოებზე.