ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ თანამდებობა დატოვა.
“ის სრულად იაზრებს არსებულ ვითარებას და აცხადებს, რომ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ეს ყველაზე ოპტიმალური ნაბიჯია”, – აცხადებენ კომპანიაში.
კითხვაზე, თუ რა ნაწილში იზიარებს ის პასუხისმგებლობას და იყო თუ არა მისი კომპეტენცია ხელფასების მომატება დასაქმებულებისთვის, რაც მაღაროელთა მთავარი მოთხოვნაა, ჯორჯიან მანგანეზში ამბობენ, რომ დამატებითი დეტალების შესახებ მოგვიანებით ისაუბრებენ.
ჭიათურაში მაღაროელთა საპროტესტო აქციები მე-11 დღეა მიმდინარეობს.