ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომელი დაშავდა
ზესტაფონში რკინიგზის ორი თანამშრომელი, სავარაუდოდ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაშავდა. როგორც “ნეტგაზეთს” საქართველოს რკინიგზაში განუცხადეს, ამჟამად არკვევენ მომხდარის გამომწვევ მიზეზებს, რის შემდეგაც განცხადებას გაავრცელებენ. რკინიგზაში ამბობენ, რომ ორივე დაშავებული საავადმოფოშია გადაყვანილი. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით, რაც სამთო სამშენებლო და სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
Copy and paste this URL into your WordPress site to embed
Copy and paste this code into your site to embed