ახალი ამბები

გორში სეტყვით დაზარალებულები ავტობანთან აქციას მართავენ

27 მაისი, 2019 • 885
გორში სეტყვით დაზარალებულები ავტობანთან აქციას მართავენ

გორის მუნიციპალიტეტში სეტყვისაგან დაზარალებული მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. თავდაპირველად მათ აქცია ქალაქში გამართეს, ამჟამად კი ავტობანთან იმყოფებიან და მის გადაკეტვას არ გამორიცხავენ.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

qartli.ge-ის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფლები 3 დღის წინ დაისეტყვა. 15-მდე ადმინისტრაციულ თემში სეტყვამ და ქარმა მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

მოსახლეობა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს. ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მოსახლეობის განცხადებით, უსახსრობისა და ტექნიკური პრობლემების გამო (მიწის რეგისტრაცია) მოსავალი აბსოლუტურ უმრავლესობას დაზღვეული არ აქვს. მათი თქმით, სტიქიურმა უბედურებამ მოსავალი მთლიანად გაუნადგურა.

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, რომელიც ავტობანთან მივიდა, რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ დღეს, 16:00 საათზე, გორში სოფლის მეურნეობის მინისტრი ჩავა და დაზარალებულებს გაესაუბრება.

აქცია ავტობანთან © ფოტო: რადიო მოზაიკა

მასალების გადაბეჭდვის წესი