„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი 26 მაისის საღამოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო.
მიღებიდან ვიდეოკადრები „ქართული ოცნების“ პრესსამსახურმა გაავრცელა. ივანიშვილი ვიდეომიმართვაში მოქალაქეებს 26 მაისს ულოცავს და ამბობს, რომ „ხელისუფლების ძირითად პრიორიტეტად გამოცხადდა განათლება და უახლოეს წლებში სწორედ განათლებაზე იქნება ჩვენი ხელისუფლების ძირითადი მიმართება“.






