კანის რიგით 72-ე კინოფესტივალზე ოქროს პალმის რტო გადაეცა რეჟისორ ჯონ-ჰუ ბონგს, ფილმისათვის “პარაზიტი”(Parasite). გრანპრი მიიღო ფილმმა “ატლანტიკა” (Atlantique).
საუკეთესო რეჟისორის პრიზი დარდენებს გადაეცათ, ფილმისათვის “ახალგაზრდა აჰმედი”(Young Ahmed).
წელს საუკეთესო მსახიობი კაცი გახდა ანტონიო ბანდერასი ფილმისთვის “ტკივილი და დიდება” (Pain and Glory). საუკეთესო მსახიობი ქალი ემილი ბიჩემი ფილმში “პატარა ჯო”(Little Joe) შესრულებული როლისთვის. ჟიურის პრიზი წელს ორმა ფილმმა მიიღო – “Les Misérables” და “Bacurau”.
საუკეთესო სცენარისათვის ჯილდო მიიღო ფილმმა “Portrait of a Lady on Fire”, “ოქროს კამერა” საუკეთესო დებიუტისთვის “Our Mothers”-ს ერგო, ოქროს პალმის რტო მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის კი დაიმსახურა ნამუშევარმა “The Distance Between Us And The Sky”.
რაც შეეხება “ქვიარ პალმის რტოს”, რომელიც ლგბტ თემატიკის ფილმებს აჯილდოებს, წელს ის დაიმსახურა სრულმეტრაჟიანმა ფილმმა “Portrait of a Lady on Fire”, მოკლემეტრაჟიანი ნამუშევრებიდან კი ჟიურიმ “The Distance Between Us And The Sky” გამოარჩია.