ახალი ამბები

ავღანეთში საქართველოს სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

14 ნოემბერი, 2014 •
ავღანეთში საქართველოს სამი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა

სამინისტროს ცნობით, შემთხვევა ქართველი სამხედროების პატრულირების დროს მოხდა, როდესაც თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

 

ისინი ბაგრამის ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, აცხადებს სამინისტრო. სამხედროები სამედიცინო დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი