ახალი ამბები

თბილისსა და წალკაში ცრუ ჩვენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

25 მაისი, 2019 •
თბილისსა და წალკაში ცრუ ჩვენების ბრალდებით 3 პირი დააკავეს

პოლიციამ სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით, თბილისსა და წალკაში, 3 პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიების დადგინდა რომ ბრალდებულებმა მოწმის სახით გამოკითხვის დროს ცრუ ჩვენება მისცეს იმ პირთა სასამართლო პროცესებზე, რომელთაც “ქურდული სამყაროს” წევრობაში ედებოდათ ბრალი. აღნიშნულ პირთა მიმართ ბრალდებებს შორის ასევე არის ქურდულ შეკრებაში მონაწილეობა და ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სასამართლოსათვის ცრუ ჩვენების მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი