თბილისის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაგა-ბაღებს მომავალი კვირიდან ახალი კომპანია „მზიური“ მოამარაგებს.
მერიის ცნობითვე, 27 მაისიდან კომპანია „მზიური“ მხოლოდ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მდებარე ბაღებს მოამარაგებს, ხოლო 30 მაისიდან უკვე სრულად დაფარავს 180-ვე საჯარო ბაღს.
“ამ პერიოდში გაიმართა არაერთი შეხვედრა სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიასთან, მაგრამ, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება სულ რამდენიმე კომპანიას აღმოაჩნდა. მოლაპარაკების შედეგად შეირჩა კომპანია “მზიური”, რომელსაც გააჩნია 15-წლიანი სადისტრიბუციო გამოცდილება. კომპანია საჯარო ბაგა-ბაღებს 60 დასახელების საკვებ პროდუქტს დროულად მიაწვდის და აიღებს სრულ პასუხისმგებლობას მათ ხარისხზე”,-აცხადებენ მერიაში.
თბილისის მერიის ინფორმაციით, კომპანია ბაგა-ბაღებს მოამარაგებს გარდამავალ პერიოდში, პირველ ივლისამდე,
ხოლო მომავალი სასწავლო წლიდან გამარჯვებული კომპანია ტენდერის საფუძველზე გამოვლინდება.
შ.პ.ს „მზიურის” 100%-იანი წილი მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც სურთათის მაღაზიათა ქსელის “აგროჰაბის” მეპატრონეა.