ახალი ამბებირეკლამა

საგზაო სამუშაოები მთაწმინდაზე

18 მაისი, 2019 • 727
საგზაო სამუშაოები მთაწმინდაზე

მთაწმინდაზე, კრავეიშვილის ქუჩის მონაკვეთიდან ჩიტაძისა და მთაწმინდის შესახვევებში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა.

1100 კვ.მ ფართობზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებულ სავალ ნაწილს, რაც შეუზღუდავ გადაადგილებას აფერხებდა. პროექტის ფარგლებში, სამივე ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთებზე ასფალტის ახალი საფარი დაიგო, ასევე, კეთილმოეწყო ტროტუარები და მოწესრიგდა საკომუნიკაციო ჭები. საგზაო სამუშაოები, მთაწმინდის გამგეობის დაკვეთით, შპს „პარმამ“ შეასრულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი