ევერესტზე ადამიანების დიდი ჯგუფი ხალხმრავლობის გამო რიგში გაიჭედა. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.
მთამსვლელმა ნირმალ პურჯამ გაავრცელა ფოტო, რომელიც ზემოხსენებულ რიგს ასახვს ევრესტზე. მისი ინფორმაციით, რიგში დაახლოებით 320 ადამიანი იმყოფებოდა. მთამსვლელი ამბობს, რომ მთის წვერისკენ ხალხმრავლობა კარგმა ამინდმა გამოიწვია, რადგან გადაადგილება არაერთმა მთამსვლელმა დაიწყო.
ნიუ იორკ ტაიმსი წერს, რომ შესაბამისი მომზადებისა და აღჭურვილობის გარეშე მთის წვერზე დიდხანს დაყოვნება სასურველი არ არის და ჟანგბადის ნაკლებობის, ასევე მოყინვის რისკებს ზრდის. ამასთან, მთამსვლელის ინფორმაციით, ამ დროს რომ მთაზე ამინდი შეცვლილიყო, “დიდი უბედურება მოხდებოდა”.
ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით, ამ დღეს ორი მთამსვლელი დაიღუპა, რაც შესაძლოა სწორედ გზაზე შეფერხებასთან იყოს დაკავშირებული.
1992 წლიდან მოყოლებული დღემდე ევერესტზე 200 მეტი მთამსვლელია გარდაცვლილი. უემტესობა მათგანის ცხედრები ნაპოვნი არ არის.