ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

17 წლის ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება ბრალდების მხარემ მოითხოვა, რასაც ადვოკატიც დაეთანხმა.

როგორც “რუსთავი 2-თან” დაკავებული არასრულწლოვნის ადვოკატი ამბობს, შუამდგომლობას ბრალდებულთან შეთანხმების შედეგად დასთანხმდნენ.

ადვოკატისვე თქმით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. 17 წლამდე გოგო 7 თვის შვილის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

ამ თემაზე:

ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი