ახალი ამბები

რომ დამამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ცუდად, თქვე საცოდავებო – სააკაშვილი კრიტიკოსებს

23 მაისი, 2019 •
რომ დამამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე ცუდად, თქვე საცოდავებო – სააკაშვილი კრიტიკოსებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება მოსაზრებებს, რომელთა თანახმადაც ოპოზიციის წარმატებას მისი ფაქტორი ხელს უშლის.

სააკაშვილი ფეისბუქ-ლაივში აცხადებს, რომ აღნიშნული რიტორიკა “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისგანაა მართული, მის გამხმიანებლებს კი “საცოდავებს” უწოდებს.  აღნიშნულზე საუბრისას სააკაშვილი თავდაცვის ყოფილ მინისტრს, თინა ხიდაშელსაც ახსენებს, რომელიც მიიჩნევს, რომ “ოცნების” გამარჯვება-დამარცხების გასაღები სააკაშვილს უჭირავს ხელში.

“ივანიშვილის მთავარი ამოცანა რა არის? ყველა მინუს სააკაშვილი. ესე იგი, ოღონდ მიშა გაწიეთ გვერდზე და ყველაფერი კარგად იქნება. ხან იქიდან შემოუთვლის ერთ ოპოზიციურ პარტიას, ხან მეორეს… ხიდაშელი გაცოცხლდა და თქვა: სანამ სააკაშვილს არ დავამარცხებთ, ივანიშვილს ვერ დავამარცხებთ. აი, სააკაშვილს რომ დაამარცხებთ, მერე წავა თქვენი საქმე, თქვე საცოდავებო, ძაან ცუდად. ასე რომ, ჩვენი ამოცანა ახლა არის, არ წამოვეგოთ ამას, მივყვეთ ბოლომდე საქმეს და გავაკეთოთ ისე, რომ ჩვენი ბრძოლა ზაფხულში ძაან გააქტიურდეს”, – ამბობს ის.

შუალედურ არჩევნებში ოპოზიციის წარუმატებლობაზე საუბრისას  მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი პოლიტიკის არაერთმა კომენტატორმა ახსენა. ამის შესახებ ისინი “ნეტგაზეთსაც” ესაუბრნენ. მათ შორის იყვნენ თინა ხიდაშელი, კორნელი კაკაჩია და გია ნოდია.

რას გვეუბნება ბოლო არჩევნები ოპოზიციასა და 2020-ზე

მასალების გადაბეჭდვის წესი