ახალი ამბებიხელოვნება

ჩანაწერების უძველესმა ბრიტანულმა მაღაზიამ Morrissey-ს ალბომის გაყიდვა აკრძალა

23 მაისი, 2019 • 5702
ჩანაწერების უძველესმა ბრიტანულმა მაღაზიამ Morrissey-ს ალბომის გაყიდვა აკრძალა

მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა ჩანაწერების მაღაზიამ Spillers Records-მა ბრიტანელი მუსიკოსის, მორისის ალბომების გაყიდვა აკრძალა. ინფორმაციას ამის შესახებ The Guardian ავრცელებს.

კარდიფში მდებარე მაღაზიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო ლეგენდარული ბრიტანული პოსტპანკ-ჯგუფის, The Smiths’-ის ყოფილი სოლიტის მიერ ბრიტანეთის ულტრამემარჯვენე პარტიისთვის მხარდაჭერის გამო.

როგორც მაღაზიის წარმომადგენელი The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს, ნანობს, რომ ეს გადაწყვეტილება უფრო ადრე არ მიიღო.

მორისის მიერ მხარდაჭერილი პარტიის ლიდერები გამოირჩევიან ისლამოფობიური განცხადებებით. მომღერალს ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ამ პარტიის ლოგოს გამოსახულებით ბეჯიც ეკეთა.

The Smiths-ის ფრონტმენი ბოლო წლებში წინააღმდეგობრივ ფიგურად იქცა, ულტრამემარჯვენე ლიდერების მხარდაჭერასთან ერთად, მორისის თავადაც რამდენჯერმე აქვს გაკეთებული რასისტული და ისლამოფობური განცხადებები. 2010 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მორისიმ რასისტული განცხადება გააკეთა და ჩინელ ხალხს “ქვესახეობა” უწოდა.

მომღერალი კვირის ბოლოს ახალი ალბომის გამოშვებას გეგმავს, რომელშიც ისეთი პოპულარული მომღერლების კომპოზიციების ქავერ ვერსიებია შესული, როგორებიც არიან ბობ დილანი, ჯონი მიტჩელი და როი ორბინსონი.

მასალების გადაბეჭდვის წესი