ახალი ამბები

„ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესი“

13 ნოემბერი, 2014 • 1643
„ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესი“

„საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „მერსედეს ბენცის“ ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში მომხმარებელს (ფიზიკურ/იურიდიულ პირს) სთავაზობს სრულიად ახალ პროდუქტს – „ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესი“. დღეიდან, საქართველოში პირველად, ავტოლიზინგის მეშვეობით, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და მოთხოვნადი ბრენდი „მერსედეს ბენცი“ მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ხდება.

 

„ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესი“ მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ისარგებლოს ე.წ. trade in-ით, რაც ნიშნავს შემდეგს: „მერსედეს ბენცის“ ცენტრში ფიზიკური/იურიდიული პირი ლიზინგით იძენს სრულიად ახალ ავტომანქანას, ხოლო, თუ დროთა განმავლობაში სურვილი გაუჩნდება არსებული მოდელი უკან დააბრუნოს და ახლით შეცვალოს, „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ და „მერსედეს ბენცის“ წარმომადგენლობა მას ამის შესაძლებლობასაც აძლევენ. მომხმარებელი ასევე შეძლებს გამოისყიდოს და მუდმივ სარგებლობაში დაიტოვოს ლიზინგით შეძენილი ავტომანქანა.

 

საქართველოში პირველად ლიზინგით სრულიად ახალი „მერსედესის“ შეძენა მხოლოდ მინიმალური ყოველთვიური სალიზინგო გადასახადითა და ავტომანქანის ღირებულების მხოლოდ 10%-ის გადახდის (თანამონაწილეობის) საფუძველზე არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი ასევე ფარავს გაფორმების, იურიდიულ, შეძენასთან დაკავშირებულ, სადაზღვევო და სხვა ხარჯებს. მნიშვნელოვანია, რომ ავტომანქანით სარგებლობის პერიოდში, 6 თვეში ერთხელ, მომხმარებელი სრულიად უსასყიდლოდ შეძლებს „მერსედეს ბენცის“ ცენტრში ავტომანქანის დიაგნოსტირებას.

 

„ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესის“ ვადა განისაზღვრება მაქსიმუმ 72 თვით.  ავტოლიზინგით სარგებლობისას მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეამციროს ყოველთვიური სალიზინგო გადასახადი თანამონაწილეობის (პირველადი შენატანის) გაზრდის ხარჯზე. მაგალითად, თუ მომხმარებელი აირჩევს 30%-იან თანამონაწილეობას, ყოველთვიურ სალიზინგო გადასახადს 72 თვის განმავლობაში გადაიხდის მხოლოდ 287 €-ს.

 

„ავტოლიზინგი – ახალი მერსედესით“  სარგებლობისთვის მომხმარებელი უნდა ესტუმროს „მერსედეს ბენცის“ ცენტრს თბილისში, სადაც შეარჩევს/შეუკვეთავს სასურველ მოდელს, ხოლო „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ ზედმეტი პროცედურების გარეშე გაუფორმებს მას ავტოლიზინგს.  

 

დამატებითი ინფორმაციისთვის „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.autoleasing.ge

ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესი - ახალი პროდუქტის პრეზენტაცია
ავტოლიზინგი – შენი ახალი მერსედესი – ახალი პროდუქტის პრეზენტაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი