ახალი ამბები

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

23 მაისი, 2019 •
7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს

7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებული არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა განაცხადა მას შემდეგ, რაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი წარუდგინეს.

გაგოევის განმარტებით, ეს არ ნიშნავს ბრალის აღიარებას და დუმილის უფლება კანონითაა გათვალისიწნებული. აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შსს აცხადებს, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული არასრულწლოვანია.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, “ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”.

“სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით.

ამავე თემაზე

ბრალის წარდგენის მერე ვიტყვით, ბრალს აღიარებს თუ არა — 17 წლის დედის ადვოკატი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი