ახალი ამბები

რობოტ “ფილაეს” დაშვება კომეტაზე [ფოტო]

13 ნოემბერი, 2014 • 1756
რობოტ “ფილაეს” დაშვება კომეტაზე [ფოტო]

The Guardian-ის ცნობით, კომეტაზე კოსმოსური რობოტის უსაფრთხო დაშვებით  მეცნიერებს პირველად მიეცათ შანსი, რომ შეისწავლონ კომეტა და ასევე გამოარკვიონ, რა მოხდება, როდესაც ის მზეს მიუახლოვდება. კომეტაზე ეს დაშვება აგვირგვინებს იმ 6.4 მილიარდ კოლომეტრიან მოგზაურობას, რომელიც “როზეტამ” ათეული წლის წინ დაიწო.

 

გერმანიაში, დარმშტადში მდებარე კონტროლის ცენტრში სიგნალის დადასტურებას აპლოდისმენტები და მილოცვები მოჰყვა. დაშვებიდან მალევე ამ მოვლენას საკუთარ Facebook გვერდზე ფიზიკოსი სტივენ ჰოუკინგი გამოეხმაურა“გთხოვთ, შემომიერთდით ევროპული კოსმოსური სააგენტოსთვის ტაშის დაკვრაში “როზეტას” მისიისთვის და მბრუნავ კომეტაზე ხომალდის წარმატებულად დაშვებისთვის. ეს შეიძლება ფანტასტიკის ჟანრს გავდეს, მაგრამ  რეალურია, შთამბეჭდავია და დაგვეხმარება უკეთ გავიგოთ მზის სისტემის ჩამოყალიბების საიდუმლოებები”-.

 

“ეს არის ცივილიზაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი,”- განაცხადა ევროპის კოსმოსური სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ჟან-ჟაკ დორდენმა.

 

“ფილეა გველაპარაკება… ჩვენ კომეტაზე ვართ,”- თქვა კოსმოსური რობოტის დაშვებიდან მალევე სტეფან ულამეკმა, მისიის დაშვების ნაწილის ხელმძღვანელმა. თუმცა, როგორც ირკვევა, “ფილეა” არ დაშვებულა ისე, როგორც დაგეგმილი იყო:

 

“როდესაც “ფილეა” დაეშვა, მას უნდა გაესროლა ჰარპუნი, რომელიც მას კომეტის ზედაპირს მუდმივად მიამაგრებდა. ეს ჰარპუნები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მისი საშუალებით სწრაფად მოძრავ კომეტაზე რობოტი მყარად დამაგრდება. მაგრამ ჰარპუნების გასროლა არ მომხდარა და ESA-ს მეცნიერები არ არიან დარწმუნებულები, თუ რატომ,”- წერს ბიზნეს ინსაიდერი.

 

თუმცა, როგორც მისიის ოპერაციების ხელმძღვანელი პაოლო ფერი აცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა რომ “ფილეა” კომეტის ზედაპირს მოწყდეს, რადგანაც ის კომეტის ზედაპირზე უკვე რამდენიმე საათის, განმავლობაში იმყოფება.

 

ESA-ს მართვის ოთახში მყოფი ადამიანების რექცია მას შემდეგ, რც დადასტურდა, რომ
ESA-ს მართვის ოთახში მყოფი ადამიანების რექცია მას შემდეგ, რც დადასტურდა, რომ ‘ფილაე’ გამოეყო ‘როზეტას’ © EPA 12.11.2014

ანიმაცია, რომელიც აჩვენებს კოსმოსურ ხომალდ
ანიმაცია, რომელიც აჩვენებს კოსმოსურ ხომალდ ‘როზეტადან’ ‘ფილაეს’ დაშვებას კომეტის ზედაპირზე © EPA 12.11.2014

ფოტო
ფოტო ‘ფილაეს’ კომეტაზე დაშვებისას, კომეტიდან დაახლოებით 3 კილომეტრის სიმაღლეზე © EPA 12.11.2014

ESA-ს თანამშრომელი მეთ ტეილორი
ESA-ს თანამშრომელი მეთ ტეილორი ‘როზეტას’ ტატუთი დარმშტადტში, ESA-ს სატელიტების კონტროლის ცენტრში © EPA 12.11.2014

 

მასალების გადაბეჭდვის წესი