ახალი ამბები

ყვარელში ოლიგარქთან მებრძოლ 500-მოსწავლიან სკოლას ვხსნით – სააკაშვილი

22 მაისი, 2019 •
ყვარელში ოლიგარქთან მებრძოლ 500-მოსწავლიან სკოლას ვხსნით – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ზაფხულში ყვარელში გაიხსნება ახალგაზრდული სკოლა, სადაც 500 მოსწავლეს გადაამზადებენ ოლიგარქთან საბრძოლველად. ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყვარლის სკოლაში ახალგაზრდებს ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებს, მათ შორის, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებას შეასწავლიან.

ავიყვანთ 500 ახალგაზრდას და ვესაუბრებით ბრძოლის თანამედროვე ტექნოლოგიებზე, მეთოდებზე, საინფორმაციო მეთოდებზე, სოციალური ქსელების სწორ გამოყენებაზე, რეფორმირებაზე, ანტისაოკუპაციო პოლიტიკაზე, იმაზე, თუ როგორ ამოვათრიოთ ჭაობიდან საქართველო ივანიშვილის მოშორების შემდეგ და, რა თქმა უნდა, ოლიგარქთან ბრძოლის ტაქტიკაზე, სტრატეგიაზე და ამას ერთად ჩამოვაყალიბებთ. ეს იქნება ბირთვი საქართველოს მომავალი ხელისუფლების. ამიტომ, თავს ნუ შეიწუხებენ იქ სუს-ის ხალხის ჩანერგვით იმიტომ, რომ სიცრუის დეტექტორზე შევამოწმებთ თითოეულ აპლიკანტს და ვერავინ დაგვიძვრება. ეს კარგად ვისწავლე უკრაინაში, სხვაგან და ჩვენ მოვამზადებთ ბირთვს, რომლებიც სხვა მებრძოლებთან ერთად შეძლებენ სიტუაციის შემობრუნებას. აქ მოვიწვევთ უცხოელებს ლექციების წასაკითხად, კულტურულ მოღვაწეებს, კულტურული პროგრამა და ერთმანეთსი გაცნობის პროგრამა გვექნება. აუცილებლად კარგად გავუმასწპინძლდებით მათ იქ ვენახებში”, – ამბობს სააკაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ყვარლის სკოლა იქნება ძირითადი ბირთვი ოლიგარქთან საბრძოლველად და შემდგომ მის მოსაშორებლად.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, 2003 წელს ასეთივე სკოლა აშენებული ჰქონდათ ცხვარიჭამიაში მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებისთვის, თუმცა ამჯერად ყვარლის სკოლაში ყველა პოლიტიკური პარტიის ნიჭიერ და ინოვაციურ აქტივისტს გადაამზადებენ, ვისაც სურს საქართველოს გადარჩენა და მართვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი