ახალი ამბები

ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

22 მაისი, 2019 •
ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის

ძველი თბილისის ისტორიულ ნაწილში სამშენებლო მიმართულებით რეგულაციები შემოდის. როგორც კახა კალაძემ დღევანდელ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამის შესახებ დეტალურ პრეზენტაციას რამდენიმე დღეში გამართავს.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ძველი თბილისის ისტორიული ნაწილი ის არეალია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება გაფრთხილება და ის აუცილებლად უნდა შენარჩუნდეს:

სიმაღლეებთან დაკავშირებით არის პრობლემები და უნდა მოწესრიგდეს. მორფოლოგია, იერსახე – ეს ყველაფერი არის ის მიმართულებები, რომელიც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. რეგულაციებს რაც შეეხება, ჩვენ არაერთი კომუნიკაცია გვქონდა დეველოპერებთან, სამშენებლო სექტორთან და მათ გავაცანით ჩვენი მიდგომები, დამოკიდებულება და ყველამ მოიწონა და ეთანხმება, რომ აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ გადავარჩინოთ ძველი თბილისი, შევინარჩუნოთ ის, რითაც ვამაყობთ ყველა. აუცილებელია ამ რეგულაციების განხორციელება. ყველა ევროპულ ქალაქში, რომელსაც აქვს ისტორიული ნაწილი, არის ეს მიდგომა და დამოკიდებულება”.

კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს დღეებში გაიმართება პრეზენტაცია, სადაც მიიწვევენ ექსპერტებს, სამშენებლო სექტორს, დეველოპერებს და მათ კიდევ ერთხელ გააცნობს მერიის ხედვას. როგორც თბილისის მერი აცხადებს, ამ პროექტის განხორციელებაზე სხვადასხვა ექსპერტთა ჯგუფი მუშაობდა, რომლებსაც მადლობას უხდის მხარდაჭერისთვისა და თანამშრომლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი