ახალი ამბები

7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს

22 მაისი, 2019 •
7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებული არასრულწლოვანი დააკავეს

შსს აცხადებს, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2002 წელს დაბადებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული არასრულწლოვანია.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების მიხედვით, “ბრალდებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა”.

“სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს”, – აცხადებს შსს.

გამოძიება მიმდინარეობს უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი