პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ლადო კახაძე პარლამენტს გაამდიდრებს.
ამის შესახებ კობახიძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მთაწმინდის ოლქში მეორე ტურის დანიშვნა ამომრჩეველთა დაბალ აქტივობას დაუკავშირა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში მმართველი გუნდის კანდიდატი დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს.
“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლადო კახაძე არის ის კანდიდატი, რომელიც გაამდიდრებს საქართველოს პარლამენტს. შავგულიძისნაირი დეპუტატი არაერთია პარლამენტში, ამ კუთხით გვაქვს სიმრავლე, თუმცა ლადო კახაძისნაირი დეპუტატი ძალიან ცოტა გვყავს”, – განაცხადა კობახიძემ.