ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის მთავრობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადადის

21 მაისი, 2019 •
სომხეთის მთავრობა ელექტრომობილების გამოყენებაზე გადადის

სომხეთის მთავრობა სამსახურებრივ ავტომობილებს ელექტრომობილებით ჩაანცვლებს.

სომხეთის მთავრობის ცნობით, ელექტრომობილებს ეკოლოგიის სფეროში არსებული გრანტით შეიძენენ.

“გლობალური ეკოლოგიური ფონდი ამ მიზნით 700 000 ევროს გამოყოფს. ამ კონკრეტული პროგრამის ფარგლებში 12 მანქანის შეცვლას ვაპირებთ, მინისტრების რაოდენობისგან დამოუკიდებლად”, – ამბობს ეკოლოგიის მინისტრი ერიკ გრიგორიანი.

სომხეთის მთავრობამ ელექტრომობილების იმპორტის საბაჟოს გადასახადებისგან გათავისუფლების შესახებ კანონპროექტიც შეიმუშავა

მასალების გადაბეჭდვის წესი