ახალი ამბები

სახელმწიფოს კუთვნილი 517 000 ლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

11 ნოემბერი, 2014 • • 936
სახელმწიფოს კუთვნილი 517 000 ლარის მითვისების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

უწყების განცხადებით, “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, ტენდერის პირობის თანახმად, 2013 წელს ვანის, ბაღდათისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, თუმცა მან არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხა, 517 000 ლარი მიითვისა”.


“აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182- ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი