ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

NATO-ს კვირეული სომხეთში

11 ნოემბერი, 2014 • • 972
NATO-ს კვირეული სომხეთში

პროგრამის ფარგლებში სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს, ალიანსის წევრი ქვეყნების დიპლომატები, მათ შორის დიდი ბრიტანეთისა და ლიტვის ელჩები, სამხედრო ატაშეები და NATO-ს სხვა წარმომადგენლები ეწვივნენ.

 

“სომხეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს NATO-სთან თანამშრომლობის ფარგლებში კონკრეტული მიმართულებები აქვს, ერთ-ერთი მათგანია კრიზისების მართვა. შესაბამისად, ალიანსის დელეგაცია კრიზისული მართვის ცენტრს ეწვია, რომელიც ძირითადი დამაკავშირებელი რგოლია ალიანსთან ურთიერთობაში,”- ამბობს სააგენტო “სომხეთის ამბებთან” სომხეთის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამინისტროს წარმომადგენელი, ნიკოლაი გრიგორიანი. 

 

11 ნოემბერს კვირეულის ფარგლებში გაიმართება ტელეხიდი, რომელიც დააკავშირებს სომხეთის სამშვდობოებს, რომლებიც ავღანეთისა და კოსოვოს მისიებში მონაწილეობენ. 12 ნოემბერს კი სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ელჩების შეხვედრა სტუდენტებთან და პროფესორ-მასწავლებლებთან. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი