ახალი ამბები

ირაკლი ალასანია: ღარიბაშვილი თავისი განცხადებებით პრემიერის ინსტიტუტს აზიანებს

10 ნოემბერი, 2014 •
ირაკლი ალასანია: ღარიბაშვილი თავისი განცხადებებით პრემიერის ინსტიტუტს აზიანებს

“გული მწყდება, რომ ასეთი განცხადებებით ქვეყნის პრემიერი აზიანებს საქართველოსაც, ჩვენს საერთაშორისო იმიჯს და არ დაგიმალავთ, პირადად თვითონ  პრემიერ-მინისტრის ინსტიტუტს. ერთადერთი და მთავარი, რასაც მე ამ ორი წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან საზღვარგარეთ ვსაურობდი, იყო ის, რომ რა წარმატებებს მიაღწია საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ჩვენმა ქვეყანამ ნატოსთან თავსებადობის კუთხით, ევროკავშირთან ურთიერთობის კუთხით, ეს ძალიან კარგად იცის მან”, – ამბობს ირაკლი ალასანია. 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია და ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ლობისტურ საქმიანობაში დაადანაშაულა. ალასანიამ განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებს იმ წარმატებების შესახებ ესაუბრებოდა, რომელსაც საქართველომ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიაღწია.

 

“ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება შედგა საფრანგეთში. მე ველოდები, თუ როგორ გაგრძელდება ეს პროცესი. თუ დავინახე, რომ ყველაფერი მიდის იმ გეგმით, რა გეგმითაც ჩვენ დავსახეთ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი. თუ დავინახე, რომ ეს არ ხდება, თუ დავინახე, რომ გადაუხვიეს ამ გზიდან, მე, რა თქმა უნდ,ა ამაზე ღიად ვისაუბრებ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი