“გაერთიანებული ოპოზიციის” ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამბობს, რომ გუშინ, 19 მაისს, ჩატარებული არჩევნები სპეცოპერაციის სახეს ატარებდა. რულოვსი ჟურალისტებთან ამბობს, რომ დაიწყებს საპრტოტესტო მოძრაობას, რათა “ივანიშვილს არჩევნები აღარ ჩაატარებინოს”.
“გუშინდელი ე.წ. არჩევნების ჩატარების შემდეგ, რაც არც იყო არჩევნები, არამედ სპეოპერაცია, რომელიც თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა – ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპტროტესტო ტალღა ზუგდიდიდან უნდა დაიწყოს, შემდეგ კი ის მთელ ქვეყანას გადაედება და დამთავრდება თბილისში, მთაწმინდაზე, ივანიშვილის შუშის სასახლესთან. ჩვენ მოვითხოვთ მის წასვლას ამ ქვეყნიდან. უნდა დაგვანებოს თავი იმიტომ, რომ მისი მოქმედებები და ე.წ. მმართველობა ყველანარ ზღვარს გადასცდა.
ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები იმიტომ, რომ არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ ჩვენ ყველანი უნდა “გავირაზმოთ” მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, უბანს, სოფელსა და ქალაქს, ყველანი ერთად, ხელიხელ ჩაკიდებული უნდა მივიდეთ თბილისამდე და უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი ამ ქვეყნიდან”, – ამბობს სანდრა რულოვსი ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ამ ბრძოლაში ის მარტო არ არის. რულოვსი განმარტავს, რომ მის გვერდით “ბევრი პარტია, ორგანიზაცია და მეგობრები არიან”. გარდა ამისა, რულოვსი აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაებას.
“ეს ქვეყანა არის დაკარგული, რადგან არჩევნები ამ ქვეყანააში არ ტარდება. ივანიშვილი არის ხელშემშლელი ფაქტორი,.პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ხალხისთვის, რაც მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არ უნდა იყოს. იმიტომ,რომ მისი ჩარევით არ ტარდება არჩევნები – მარტივი გზავნილა”, – ამბობს რულოვსი.
რულოვსი არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, თუმცა მეორე ტურში მონაწილეობაზე თანახმაა