ქართული ოცნების” ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი არჩევნებს აფასებს.
“გვქონდა იმის მოლოდინი, რომ პირველივე ტურში დავამარცხებდით ნაციონალურ მოძრაობას. რა თქმა უნდა, ის ციფრი, რაც იყო პროგნოზირებული, 12 %-იანი სხვაობა, ესეც მოსალოდნელი იყო. მადლობა მინდა ვუთხრა ზუგდიდელებს იმისთვის, რომ გამოიჩინეს მაღალი აქტივობა, ერთ -ერთი მაღალი აქტივობით გამოირჩეოდა ეს არჩევნები სხვა არჩევნებთან შედარებით და ჩვენ დავდეთ ის შედეგი, რასაც ველოდით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
რაც შეეხება დარღვევებს, რომლებზეც ოპოზიცია საუბრობს, ჩიქოვანი ამბობს, რომ არსებითი დარღვევები არ ყოფილა.
“როგორც საარჩევნო პროცესმა, ისე არჩევნების დღემ, არსებითი დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო რამდენიმე ექსცესი, რომელიც ჩვენთვის მიუღებელი იყო და ჩვენ გავემიჯნეთ ამ ექსცესს და კარგია, რომ თითოეულ ასეთ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ მიიღო შესაბამისი რეაგირება. ხოლო საარჩევნო პროცესთან დაკავშრებით იყო რაღაც პროცედურული დარღვევები, რომელთა დაკავშირებითაც შეუძლიათ მიმართონ როგორც საოლქო საარჩევნო კომისიას, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და პროცედურების დასრულების შემდეგ ამას არსებითი გავლენა შედეგებზე არ ექნება.
“ნაციონალურმა მოძრაობამ” არჩევნების დაწყებისთანავე იცოდა, რომ არჩევნები ჰქონდა წაგებული და მისი დღის წესრიგი არ ყოფილა არჩევნების ჩატარება. მათი დღის წესრიგი იყო ის, რომ ზუგდიდში ყოფილიყო არეულობა და დაძაბულობა და, შესაბამისად, ეს ე. წ. დუღილი გადაეტანათ მთელ საქართველოზე. ეს პროექტი არ განხორციელდა, ვერ განხორციელდება და, შესაბამისად, ისინი, რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები იქნებიან”, -ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.
19 მაისს ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში “ქართული ოცნების” კანდიდატმა გაიმარჯვა ხმების 54.45%-ით.
რულოვსი- 42.75%, შენგელია- 54.45% — ცესკოს პირველადი შედეგები