ახალი ამბები

8 უბნის შედეგებით, მარნეულში „ოცნება“ პირველივე ტურში იგებს

19 მაისი, 2019 • 842
8 უბნის შედეგებით, მარნეულში „ოცნება“ პირველივე ტურში იგებს

რვა უბნის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი მარნეულში, ზაურ დარგალი, პირველივე ტურში იმარჯვებს და მეორე რაუნდის გარეშე ხდება მარნეულის მერი.

ამ ეტაპზე, 19 მაისის 23:15 საათის მონაცემებით, მარნეულის 22-ე ოლქის რვა უბანზე, — მე-5, მე-6, მე-19, 45-ე, 64-ე, 67-ე, 86-ე და 87-ე უბნებში — 1879 ხმა აქვს მიღებული. „ევროპული საქართველოს“ კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა 124 ხმა მიიღო, ენმ-ის კანდიდატმა აგილ მუსტაფაევმა კი- 210.

ჯამში, ამ რვა უბანზე 2241-მა ადამიანმა მისცა ხმა. შესაბამისად, „ოცნების“ კანდიდატმა, ამ რვა უბნის მონაცემებით, 83.8% აიღო.

მასალების გადაბეჭდვის წესი