სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებს მოუწოდებს, 20 მაისს, დილის 8:30 საათიდან ქვეყნის ყველა სასამართლოს შენობის შესასვლელი გადაკეტონ.
ფაშინიანის თანახმად, ეს იქნება „ხავერდოვანი რევოლუციის“ მეორე, „ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი“, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეცვლის.
პრემიერ-მინისტრი 12:00 საათზე გეგმავს საჯარო მიმართვას. ფეისბუკზე მან დაწერა, რომ დიდ მხარდაჭერას ელოდება ქვეყნის მასშტაბით.
18 მაისს სომხეთის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუკი ბრალი დაუდგინდა, — მას 2008 წლის აქციების დარბევის საქმეზე „კონსტიტუციური წესრიგის დარღვევას“ ედავებიან, — 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.