აღმოსავლეთ გერმანიის ანუ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) კომუნისტურმა მთავრობამ კედლის აღმართვა 1961 წლის 13 აგვისტოს დაიწყო, რითაც აღკვეთეს მიმოსვლა და კონტაქტი ქალაქის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებს შორის. ბერლინის კედელი 28 წლის მანძილზე იყო აღმართული და ამ ხნის მანძილზე არაერთი ადამიანი იქნა მოკლული კედლის მეორე მხარეს გადასვლის მცდელობისთვის. ბერლინის კედელი აღმართული იყო 1989 წლის 9 ნოემბრამდე, როდესაც გდრ-ის მთავრობამ საზღვრის კვეთის ნება დართო თავის მოქალაქეებს, რასაც საბოლოოდ მოჰყვა ცივი ომის სიმბოლოს – ბერლინის კედლის ნგრევა.
ფოტოზე, რომელიც გადაღებულია 1961 წლის 28 ოქტომბერს, გამოსახულია, თუ როგორ დგანან საბჭოთა ტანკები ბერლინში, ფრიდრიხშტრასეს მონაკვეთში გამშვები პუნქტთან ‘Checkpoint Charlie’. მანამდე კი რამდენიმე ამერიკული ტანკი განთავსდა აღმოსავლეთ და დასავლეთ ბერლინის საზ
ფოტოზე, რომელიც გადაღებულია 1962 წლის 17 აგვისტოს, გამოსახულია, თუ როგორ გადააქვთ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სასაზღვრო ჯარისკაცებს პიტერ ფეხტერის გვამი, რომელიც დაცხრილეს ბერლინის კედელთან გაქცევის მცდელობისას. დოკუმენტურადაა დადასტურებელი, რომ გდ
ფოტო, რომელიც გადაღებულია 1987 წლის 12 ივნისს, ასახავს აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანის სიტყვით გამოსვლას ბერლინის კედლის დასავლეთის მხარეს, ბრანდებურგის კარიბჭის წინ, სადაც მის გვერდით დგას გერმანიის ყოფილი კანცლერი ჰელმუტ კოლი. ამ გამოსვლის დროს, რომელი
ფოტოზე, რომელიც გადაღებულია 1989 წლის 10 ნოემბერს, ასახულია მანქანების კოლონა, რომელიც მიემართება აღმოსავლეთ გერმანიიდან დასავლეთ ბერლინისკენ. მას შემდეგ, რაც იმავე წლის 9 ნოემბერს გდრ-მა გახსნა საზღვარი, მილიონობით აღმოსავლეთ გერმანელი გადავიდა საზღვარზე
ფოტოზე, რომელიც გადაღებულია 1990 წლის 20 ივნისს, ბერლინის ორი მცხოვრები სეირნობს უკვე უფუნქციო კედელთან, რომელზეც დატანილია რუსი მხატვრის, დმიტრი ვრუბელის ნახატი. ნახატს ახლავს წარწერა: ‘ღმერთო, დამეხმარო გადავარჩინო ეს მომაკვდავი სიყვარული’. ნახატზე გამო