ახალი ამბები

კომისია ამომრჩევლების სახელებს იწერდა — ენმ-ის წარმომადგენელი, რომელიც გააძევეს

19 მაისი, 2019 •
კომისია ამომრჩევლების სახელებს იწერდა — ენმ-ის წარმომადგენელი, რომელიც გააძევეს

თამარ მეტრეველი, ენმ-ის წარმომადგენელი მარნეულის მე-2 საუბნო კომისიაში, რომელიც კომისიის 11-მა წევრმა ცოტა ხნის წინ გააძევა უბნიდან, ამბობს, რომ საუბნო კომისიის წევრები ამომრჩეველთა პირად ინფორმაციას იწერდნენ.

„ნომრები აქვთ ამომრჩეველს მინიჭებული და მათი მოსვლის დროს კომისიის რეგისტრატურის წევრები მომსვლელთა ამოწერას ახორციელებდნენ რიგითობის მიხედვით“, — ამბობს თამარ მეტრეველი.

მეტრეველი ჰყვება, რომ უბნიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან კომისიის წევრზე, რომელმაც უბანი დატოვა, განცხადების დაწერა დააპირა. მისი თქმით, კომისიის წევრი ამბობდა, რომ ცუდად იყო და უბნის ტერიტორია დატოვა, თუმცა დახმარებაზე და 112-ის გამოძახებაზე უარს აცხადებდა.

დამკვირვებელი განმარტავს, რომ ის ხელის შეშლის საფუძვლით გააძევეს. თუმცა, ასევე, ამბობს, რომ მანამდე უბანში გადაადგილება უჭირდა, ვინაიდან “კომისიის წევრებს მაგიდები ერთმანეთზე მიბჯენილი ჰქონდათ”.

მარნეულის მე-2 უბნიდან ენმ-ის წარმომადგენელი გამოაძევეს

მასალების გადაბეჭდვის წესი