ზუგდიდის მეცხრე საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიიდან სამართალდამცავებმა ორი ადამიანი პოლიციაში გადაიყვანეს.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთმა, სავარაუდოდ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ გიორგი რურუას, რომელიც თავს ერთ-ერთი მედიაპორტალის წარმომადგენლად წარადგენს.
რურუა აცხადებს, რომ უბნის მიმდებარედ ამომრჩეველთათვის ფულის გადაცემის ფაქტები ასახა, რასაც დაპირისპირება და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება მოჰყვა.
ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი თინა ბოკუჩავაც იმყოფებოდა, რომელმაც მომხდარში “ქართული ოცნება” დაადანაშაულა.