ახალი ამბები

“საარჩევნო სიებით ოპერირება” კანონდარღვევას არ წარმოადგენს – ირაკლი ჩიქოვანი

19 მაისი, 2019 • 1093
“საარჩევნო სიებით ოპერირება” კანონდარღვევას არ წარმოადგენს – ირაკლი ჩიქოვანი

“ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, “ოცნების” აქტივისტების “საარჩევნო სიებით ოპერირება” კანონდარღვევას არ წარმოადგენს.

ჩიქოვანის თქმით, “ქართული ოცნება” აპრობირებულ პრაქტიკას იყენებს არჩევნების ორგანიზებულად ჩასატარებლად.

“ჟურნალისტებში განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ის სიები, რომლითაც ჩვენი მხარდამჭერები და აქტივისტები ოპერირებენ. მე ხელში მიჭირავს ჩვენი მომხრეების სია ერთ კონკრეტულ უბანზე, აქ არის მონაცემები მათ შესახებ, მაგრამ არცერთი მონაცემი არ წარმოადგენს პირად მონაცემს. ამ სიებთან დაკავშირებით არანაირი დარღვევა არ არსებობს. ეს არის მიღებული პრაქტიკა ძალიან ბევრ ქვეყანაში და ჩვენ ამ პრაქტიკას ვიყენებთ, რომ ორგანიზებულად ჩავატაროთ არჩევნები. ნუ შეუშლით ხელს საარჩევნო პროცესს იმიტომ, რომ ამ საარჩევნო პროცესში არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება ჩვენი აქტივისტების მხრიდან”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი