ახალი ამბები

ზურაბიშვილი ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

18 მაისი, 2019 • 987
ზურაბიშვილი ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება. ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პრეზიდენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

ღონისძიება 20 მაისს გაიმართება. მანამდე, უკრაინული მედია იუწყებოდა, რომ ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციაზე საქართველოსთან ერთად ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის, უნგრეთისა და მოლდოვის პრეზიდენტები არიან მიწვეულნი. ამავე ცნობის თანახმად, ინაუგურაციაზე რუსეთის დელეგაცია არ მიუწვევიათ.

ვლადიმერ ზელენსკიმ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაამარცხა და ხმათა 73% მიიღო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი