ახალი ამბები

“როსკოსმოსის” მაღალჩინოსანი უცხოეთში წავიდა და იქიდან გადადგა

15 მაისი, 2019 •
“როსკოსმოსის” მაღალჩინოსანი უცხოეთში წავიდა და იქიდან გადადგა

რუსული კოსმოსური სააგენტო “როსკოსმოსის” ერთ-ერთი კვლევითი ცენტრის გენერალური დირექტორი საზღვარგარეთ გაემგზავრა და იქიდან გამოგზავნა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ. ინფორმაცია სააგენტომ რუსულ მედიას დაუდასტურა.

BBC-ის რუსული გამოცემის თანახმად, “როსკოსმოსის” კოსმოსური ტექნოლოგიების კვლევის ინსტიტუტის გენერალური დირექტორი, იური იასკინი, ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში საქმიანი ვიზიტით აპრილში გაემგზავრა. საზღვარგარეთ იმ დროს წავიდა, როცა კვლევით ინსტიტუტში ინსპექცია იყო შესული და შემოწმება მიმდინარეობდა.

” 17 აპრილს იასკინმა საზღვარგარეთიდან გადადგომის შესახებ წერილი გამოგზავნა და პოსტი დატოვა”, – აცხადებს “როსკოსმოსი”.

იასკინი დაწესებულებაში 1993 წლიდან მუშაობდა, 2012 წელს კი მისი გენერალური დირექტორი გახდა.

“რადიო სვობოდას” თანახმად, რუსეთის ოფიციალურმა უწყებამ 2019 წლიდან დღემდე კვლევით ინსტიტუტში 14 აუდიტი და საგამოძიები მოქმედება ჩაატარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი