ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

Global Emotions 2019-ის მიხედვით, ყველაზე გაბრაზებული მოქალაქეები სომხეთში ცხოვრობენ

14 მაისი, 2019 •
Global Emotions 2019-ის მიხედვით, ყველაზე გაბრაზებული მოქალაქეები სომხეთში ცხოვრობენ

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია Gallup’s Global Emotions 2019-ის  მიხედვით, სომხეთი გაბრაზებული მოქალაქეების წილით მსოფლიოში პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

გელაპის  აღნიშნული კვლევა მსოფლიოს მასშტაბით სიბრაზის, სიხარულისა და სევდის დონეს სწავლობს. ბოლო კვლევამ 2018 წელს 140 ქვეყანა მოიცვა.

როგორც აღმოჩნდა, კითხვაზე, განიცადეთ თუ არა ბრაზი გუშინ? – სომხეთში გამოკითხულთა 45%-მა დადებითი პასუხი გასცა, რაც მსოფლიოში ყველაზე დიდი მაჩვენებელია. საქართველოში აღნიშნულ კითხვას დადებითი პასუხი – 27%-მა, ხოლო აზერბაიჯანში 18%-მა გასცა.

სომხეთის მსგავსი შედეგები აქვთ ირანსა და ერაყს.

სიბრაზის შკალის მიხედვით, ყველაზე ნაკლებად “გაბრაზებული” ადამიანები ესტონეთში, სინგაპურსა და ფინეთში ცხოვრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი