თიბისი დაზღვევა უკვე ჯანმრთელობას აზღვევს და მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებას სთავაზობს. თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა გამოირჩევა დაზღვეულზე ორიენტირებული, თანამედროვე და გამჭვირვალე სისტემით.
თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა დაზღვეულთათვის ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, აქცენტს აკეთებს გრძელვადიან თანამშრომლობაზე როგორც დაზღვეულებთან, ასევე მათ ორგანიზაციებთან და პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებებთან.
სტრატეგიულ პარტნიორ კლინიკებს შორის არიან ისეთი სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც გამოირჩევიან გამოცდილებით და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალით, უახლესი აპარატურითა და ინფრასტრუქტურით, მათ შორის არის მედიკორი და ქართულ-ამერიკული კლინიკა.
ჩამოთვლილი კლინიკების გარდა, თიბისი დაზღვევის მომხმარებელს კვალიფიციური ოჯახის ექიმები სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში მიიღებენ, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
თიბისი დაზღვევისთვის მნიშვნელოვანია, მომხმარებელს მისცეს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიღება, ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებაშია შესაძლებელი.
თიბისი დაზღვევა თანამშრომლობს სამედიცინო დაწესებულებების ფართო ქსელთან. ამ დრომდე 200-მდე პარტნიორი ჰყავს, მათ შორის, ყველა წამყვანი კლინიკა: ევექსი, ჯეო ჰოსპიტალსი, მედიქლაბი, ინოვა და ა.შ. მთელი საქართველოს მასშტაბით. თიბისი დაზღვევა პარტნიორ კლინიკებთან ერთად მომხმარებელს გრძელვადიან პერიოდში მაღალი ხარისხის სერვისს შესთავაზებს და განავითარებს.
რა უპირატესობით გამოირჩევა თიბისი დაზღვევა
[checklist]
- კარგი დაფარვები / მაღალი ლიმიტები
- ნაკლები გამონაკლისები
- თავისუფლება სამედიცინო დაწესებულების არჩევაში
- საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება საუკეთესო ტარიფებით საქართველოში
[/checklist]
მომხმარებელი მიიღებს ბაზარზე უმაღლესი ხარისხის მომსახურებას, რომელიც უზრულველყოფილია ტექნოლოგიური გადაწყვეტებით, რათა დაზღვეულმა, რაც შეიძლება ნაკლები დრო დაკარგოს და სწრაფად მიიღოს სერვისი თუ ანაზღაურება. ამასთან, დაზღვეულს ყოველთვის წინასწარ დ ზუსტად ეცოდინება დაზღვევის პირობები.
ვინ ისარგებლებს თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევით
ორგანიზაციებს შეუძლიათ დააზღვიონ თანამშრომლები გამარტივებული პროცესით, რისთვისაც შეიქმნება ვებ-პლათფორმა, რაც დაუზოგავს მათ ადმინისტრაციულ რესურსს და დროს.
სადაზღვევო ნაკრების მინიმალური საფასური 38 ლარია, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს სთავაზობს 5 ნაკრებს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება ლიმიტებით და დაფარვებით. „კარგი“, „უკეთესი“, „საუკეთესო“, „საუცხოო“ და „განსაკუთრებული“ – არჩევანი მომხმარებელზეა, თუ რომელ ნაკრებს აიჩევს.
რა მომსახურებას შესთავაზებს თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს
[checklist]
- 24/7 ცხელი ხაზი ტელეფონის ნომერზე 42 11 11
- ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge
- სასწრაფოს გამოძახება
- ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია კლინიკაში ან სახლში გამოძახებით
- პროფილაქტიკური კვლევები
- გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია
- გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება
- საზღვარგარეთ მკურნალობა
- მედიკამენტების ანაზღაურება
- გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია
- ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება
[/checklist]
ანაზღაურების პირობები
მომხმარებელს ანაზღაურების მიღება შეეძლება თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებსა და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.
სერვის-ცენტრებში ანაზღაურებისას:
- 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება მყისიერად, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.
ონლაინ ანაზღაურებისას:
- 500 ლარამდე თანხის ანაზღაურება მოხდება 1 დღეში ანგარიშზე ჩარიცხვის გზით, ხოლო 500 ლარზე მეტი თანხა მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.
ონლაინ ანაზღაურება ხელმისაწვდომი გახდება ივნისისდან ვებგვერდზე, ხოლო თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრის მისამართია ალ.ყაზბეგის #24ბ.