იანვარ-აპრილში ექსპორტი 17.9%-ით გაიზარდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-აპრილში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ექსპორტი თითქმის 18% პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 1 .1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

ექსპორტისგან განსხვავებით, 2018 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, იმპორტი 3.1%-ით არის შემცირებული და დაახლოებით 2. 7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება მთლიან სავაჭრო ბრუნვას (იმპორტი-ექსპორტი), 2.3%-ით არის გაზრდილი, რაც დაახლოებით 3 .8 მილიარდი აშშ დოლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.