ახალი ამბები

საქართველოში, შესაძლოა, ძიძების სერტიფიცირება დაიწყოს

13 მაისი, 2019 •
საქართველოში, შესაძლოა, ძიძების სერტიფიცირება დაიწყოს

“ბავშვთა უფლებათა კოდექსის” კანონპროექტის მიხედვით, ქვეყანაში, შესაძლოა, ძიძების სერტიფიცირების პროცესი დაიწყოს.

კანონპროექტში, რომელიც პირველ მოსმენაზე უკვე გავიდა, წერია:

“ბავშვის დაცვის და მხარდაჭერის სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტებს, აგრეთვე მომვლელის (ძიძა) ნებაყოფლობითი სერყიფიცირების წესს და მომვლელის საქმიანობის სამართლებრივ საფუძლებს, განსაზღვრავს დებულება “ბავშვის დაცვის და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტები”, რომელსაც შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,”.

რაც შეხება სერტიფიცირების პროცესს, მის ორგანიზებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ჩაუდგება სათავეში.

სერტიფიცირების პროცესის შემდეგ ძიძას გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ შეეძლება მოუაროს ერთ ან რამდენიმე (არაუმეტეს 5) ბავშვს მისი კანონიერი წარმომადგენლის სახლში ან მის გარეთ. სერტიფიცირებულ მომვლელს უფლება აქვს, მიიღოს შესაბამისი მხარდაჭერა ბავშვების აღზრდასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისგან.

“ბავშვთა უფლბათა კოდექსის” კანონპროექტის ავოტრებიარიან სოფო კილაძე და პაატა ტურავა, ხოლო ინიციატორები – სოფო კილაძე, ანრი ოხანაშვილი, კარლო კოპალიანი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ლევან ბეჟანიძე, კობა ლურსმანაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, მერაბ ქვარაია, ირაკლი მეზურნიშვილი, გიორგი კახიანი, ცოტნე ზურაბიანი, აკაკი ზოიძე, დიმიტრი მხეიძე, გოგა გულორდავა, გურამ მაჭარაშვილი, დიმიტრი ხუნდაძე, მახირ დარზიევი, მირიან წიკლაური და მამუკა მდინარაძე.

ეს ძიძების საქმიანობის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევის პირველი შემთხვევა არ არის. მანამდე, არსებობდა კანონპროექტი, რომელიც ძიძების რეესტრის შექმნას ითვალისწინებდა. თუმცა მას პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი