“სოკარ გაზის” ინფორმაციით, 14 მაისს, 00:30-დან 18:00 საათამდე ქუთაისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.
ავტომშენებლის №1, 2, 4ა, 6, 8, 10, 12; ზ. ჭავჭავაძის, ანა კალანდაძის, არჩილ კოსტავას, ბაღდათის, ბელიაშვილის, ბრეგაძის, ნიკოლაძის, გაგრის, გორა საქუსლიას, გუნიას, დედაენის, დოდო აბაშიძის, ვეფხისტყაოსნის, ზურაბ კუხიანის, თამარაშვილის, თერჯოლის, ხვიჩიას, კოლხეთის, ლებანიძის, მ. მაჭავარიანის, მაჩაბელის, სულაბერიძის, ქორქიას, ოჩამჩირის, პოზნანის, ჟიტომირის, ჭიაურელის, სააკაძის, სამტრედიის, საჩხერის, ფურცელაძის, ქიაჩელის, ღვინიანიძის, შერვაშიძის, ძმები ფრუიძეების, წმ. ლუკას, წმ. საბას ქუჩების, ხარაგაულისა და ხონის მაცხოვრებლებს გაზმომარაგება შეუწყდებათ.
“სოკარი” აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზად გაზსადენზე მიმდინარე სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოებს ასახელებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება 14 მაისის 18:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება.
კომპანია “სოკარ ჯორჯია გაზი” აბონენტებს ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.