ახალი ამბები

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პუტინს სოჭში შეხვდება

12 მაისი, 2019 •
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პუტინს სოჭში შეხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო 14 მაისს, რუსეთის ქალაქ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება, — იუწყება რადიო თავისუფლება.

ეს იქნება პირველი უმაღლესი დონის ფორმალური დისკუსია აშშ-სა და რუსეთს შორის 2018 წლის ივლისის შემდეგ, — მას შემდეგ, რაც პრეზიდენტები, პუტინი და დონალდ ტრამპი ფინეთში შეხვდნენ ერთმანეთს.

პომპეო 13 მაისს ჩაფრინდება მოსკოვში, სადაც აშშ-ის საელჩოსა და რუსეთში ამერიკული ბიზნესის წარმოამდგენლებს შეხვდება; ვიზიტის მეორე დღეს, 14 მაისს, სახელმწიფო მდივანი გამართავს მოლაპარაკებებს საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და პრეზიდენტ პუტინთან.

ორი ქვეყნის ლიდერები ილაპარაკებენ ვენესუელის კრიზისზე, უკრაინისა და სირიის კონფლიქტებზე და სხვა იმ საკითხებზე, რაზეც აშშ-რუსეთი ვერ თანხმდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი