საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ 12 მაისს ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს რიგითი ვლადიმერ მახათაძე. იგი 24 წლის იყო.

მახათაძე სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონში მსახურობდა კონტრაქტზე.

თავდაცვის სამინისტროს თანახმად, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველომ (სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით).