შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიჩქარის მზომი „ჭკვიანი“ კამერები ექვს ახალ ადგილას დაამონტაჟა — ამჯერად მცხეთა-მთიანეთში. კერძოდ:
1. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრიდან, მიმართულება ფასანაური (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
2. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 0 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (თბილისი-სენაკი-ლესელიძე ავტობანი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
3. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი ნატახტარი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
4. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-2 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი ნატახტარი) – ნებადართული სიჩქარე 60 კმ/სთ.
5. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრიდან მიმართულება ფასანაური (სოფელი მისაქციელი) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრამდე მიმართულება ფასანაური (სოფელი ნაოზა) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
6. მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-9 კილომეტრიდან მიმართულება თბილისი (სოფელი ნაოზა) – მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის მე-5 კილომეტრამდე მიმართულება თბილისი (სოფელი მისაქციელი) – ნებადართული სიჩქარე 80 კმ/სთ.
შსს-ს ცნობით, ქვეყნის მასშტაბით სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით უკვე 467 კმ. სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება; სრული დატვირთვით ამოქმედებულია 2677 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 944 ნომრის ამომცნობია, ხოლო 1733 ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა არის.
შინაგან საქმეთა სამინისტრო პირობას დებს, რომ 2019 წლის ბოლომდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.